Facebook Twitter

ვ-437-ა-11-2010 13 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარზე (სამოქალაქო საქმე ¹ვ-437-ა-11-2010) თანდართული დოკუმენტების განცხადების ავტორისთვის დაბრუნების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით მ. ჭ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მ. ჭ-ძეს დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

განცხადებას დაერთო შემდეგი დოკუმენტები: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის 2 ასლი, ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის 2 ასლი, საქმე ¹ 2-179/3-ზე გაცემული სააღრულებო ფურცლის 2 ასლი, განცხადებებისა და ცნობების ასლები, საბინაო წიგნის 2 ასლი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრისა და 3 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმების ასლები, საარქივო ცნობების ასლები, ქ. ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ასლი, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ასლები – 9 ფურცელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის წერილის ასლი, განცხადებების ასლები – 9 ფურცელი, საარქივო ცნობა ¹33, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის 2010 წლის 15 თებერვლის საინფორმაციო ბარათის ასლი, 2000 წლის 24 მარტის აქტი ¹15-ის ასლი, გეგმების ასლები – 3 ფურცელი, დაბადების მოწმობის ასლი, რწმუნებულებების ასლები, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის 2010 წლის 15 თებერვლის ¹3710110000004 საინფორმაციო ბარათის ასლი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, ამონაწერის ასლი საჯარო რეესტრიდან ¹882010450244, წერილები სჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ¹150553 – 2 ასლი, ზონარგაყრილი წიგნის ამონაწერის ასლები – სულ 144 ფურცელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადების ავტორს უნდა დაუბრუნდეს საქმეზე დასართავად წარმოდგენილი დოკუმენტები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარზე თანდართული მასალები ამოღებული უნდა იქნეს საქმიდან და უნდა დაუბრუნდეს კასატორს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქი საპროცესო კოდექსის 104-ე, 284-ე, 407-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სამოქალაქო საქმიდან ¹ვ-437-ა-11-2010 ამოღებული იქნას საქმის მასალები (ტ. II, ს.ფ. 469-549, 553-595, 608-627) და დაუბრუნდეს განმცხადებელს მ. ჭ-ძეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.