ა-2025-ა-17-2010 20 ოქტომბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა ე. ბ-ძის განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ე. ბ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება განცხადება აღარ დაიშვება.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ე. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 1 ოქტომბერს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლის 8 ოქტომბერს. განმცხადებლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 427-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება