Facebook Twitter

ა-2697-ა-25-2010 8 დეკემბერი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M ვ. როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქმეზე ა. ღ-შვილის სარჩელისა გამო სს “თ.-ს” მიმართ, იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-შვილს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა და ხარვეზის შესავსებად 5 დღის ვადა მიეცა, ხოლო იმავე პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 3 დღით გაგრძელდა. როგორც საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შეტყობინების ბარათით ირკვევა, აღნიშნული Gგანჩინება მხარეს 2010 წლის 4 დეკემბერს ჩაბარდა, ამდენად, ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 7 დეკემბერს ამოიწურა.

2010 წლის 6 დეკემბერს ა. ღ-შვილმა საკასაციო პალატას განცხადებით მომართა, მოსამართლე ვასილ როინიშვილის აცილება მოითხოვა და სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე უარი განაცხადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც, ა. ღ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.

რაც შეეხება განმცხადებლის მტკიცებას, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აღნიშნულის თაობაზე საკასაციო პალატამ უკვე არაერთ განჩინებაში იმსჯელა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 427-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის განცხადება დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.