საქმე # 330100119003024998
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№25აპ-21 2 თებერვალი, 2021 წელი
ჯ–ი ე., 25აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ჯ–ს ადვოკატ ვ. თ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ჯ–ს ადვოკატმა ვ. თ–მ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსამართლო, ითხოვს მის შეცვლასა და ე. ჯ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის შეფარდებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ე. ჯ–ი, - დაბადებული 1... წლის 30 ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 22 აპრილიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. ამავე განაჩენით ტ. ი–ი, - დაბადებული 1... წლის 14 მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი და ტ. ი–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 22 აპრილიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჯ–მ უკანონოდ შეიძინა 147,36 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და 2019 წლის 22 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოუღეს თ...........ში, .......ის დასახლებაში, .................ის ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ტ. ი–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ტ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
ტ. ი–მ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1156 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 27 მარტს თ.........ში, ..........ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ. ნ–ზე. აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს ამოიღეს მ. ნ–სგან თ..........ში, ........... - ............ის გზატკეცილის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ტ. ი–მ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1475 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 2 აპრილს ............ში, ...........ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ. ნ–ზე. აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს ამოიღეს მ. ნ–სგან თ............ში, ........ - .........ის გზატკეცილის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ტ. ი–მ უკანონოდ შეიძინა 137,15 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და 2019 წლის 22 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოუღეს თ.............ში, ......ის დასახლებაში, .........ის ქ.№..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ტ. ი–ის ადვოკატმა ც. მ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ტ. ი–ისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და მსჯავრდებულ ე. ჯ–ს ადვოკატმა ვ. თ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა და ე. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 22 აპრილიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. ამავე განაჩენით ტ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი და ტ. ი–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 22 აპრილიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - კ. ჯ–ს, ზ. ლ–ს, გ. ქ–ის ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის №..... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე. ჯ–მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. ჯ–სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. მსჯავრდებულ ე. ჯ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, პიროვნული მახასიათებლებისა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობის (,,ჰეროინი“ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებაა) მხედველობაში მიღებით, ე. ჯ–ს შეუმცირა სასჯელი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება არ არის მიზანშეწონილი.
6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ჯ–ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი; ამასთან, ე. ჯ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ტ. ი–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი არ გაუსაჩივრებია, მაგრამ მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, ტ. ი–ი სარევიზიო საწყისით უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა) საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა - 6000 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, ტ. ი–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამავე კანონის შესაბამისად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით ტ. ი–ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებულმა სასჯელმა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი და ტ. ი–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ უნდა განესაზღვროს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ჯ–ს ადვოკატ ვ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების სასარგებლოდ, კერძოდ:
3. ე. ჯ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2019 წლის 22 აპრილიდან;
4. ტ. ი–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ტ. ი–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული ჯარიმა - 6000 ლარი დარჩეს უცვლელად;
6. ტ. ი–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამავე კანონის შესაბამისად, აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ტ. ი–ისათვის ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი და ტ. ი–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2019 წლის 22 აპრილიდან;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი