Facebook Twitter

ა-75-გან-1-2011 18 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – დ. თ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები _ ს. თ-შვილი, ე. თ-შვილი, ნ. თ-შვილი

განხილვის საგანი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 22 აგვისტოს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ს., ე. და ნ. თ-შვილებმა მოპასუხეების _ დ. თ-შვილისა და ნოტარიუს ც. კ-შვილის მიმართ და მოითხოვეს: ა. ი. თ-შვილის დანაშთ ქონებაზე, თელავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 წილზე 2006 წლის 25 დეკემბერს დ. თ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება; ბ. საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება (ტომი 1, ს.ფ. 2-16, ტომი 2, ს.ფ. 6-15).

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ს., ე. და ნ. თ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. თ-შვილის დანაშთ ქონებაზე _ თელავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილზე 2006 წლის 25 დეკემბერს დ. თ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი დანაშთი ქონების 2/3 ნაწილზე; საჯარო რეესტრის ჩანაწერში: სარეგისტრაციო ზონა _ თელავი, კოდი .., სექტორი ქ. თელავი, კოდი .., კვარტალი ¹12, ნაკვეთი ¹012, ფართობი კვ.მ დაზუსტებული 1250, ნაკვეთის მისამართი _ თელავი, ... ქ. ¹15, საერთო საკუთრება, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, შევიდა შესაბამისი ცვლილება და რეგისტრაცია გაუქმდა დ. თ-შვილზე აღრიცხული საერთო ფართის 2/6 ნაწილის 2/3 ნაწილზე (ტომი 2, ს.ფ. 41-44).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ (ტომი 2, ს.ფ. 54-63, ს.ფ. 65-80).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს., ე. და ნ. თ-შვილების სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს., ე. და ნ. თ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ი. თ-შვილის დანაშთ ქონებაზე _ თელავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილზე 2006 წლის 25 დეკემბერს დ. თ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე; საჯარო რეესტრის ჩანაწერში: სარეგისტრაციო ზონა _ თელავი, კოდი .., სექტორი ქ. თელავი, კოდი ..., კვარტალი ¹12, ნაკვეთი ¹012, ფართობი 1 250კვ.მ დაზუსტებული, ნაკვეთის მისამართი _ თელავი, ... ქ. ¹15, საერთო საკუთრება, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, შევიდა შესაბამისი ცვლილება და რეგისტრაცია გაუქმდა დ. თ-შვილზე აღრიცხული საერთო ფართის 2/6 ნაწილის 1/2 ნაწილზე (ტომი 3, ს.ფ. 120-136).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს., ე. და ნ. თ-შვილებმა (წარმომადგენელი ა. ლ-ია), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 3, ს.ფ. 143-152).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. კასატორები: ს. თ-შვილი, ნ. თ-შვილი და ე. თ-შვილი (წარმომადგენელი ა. ლ-ია) თანხმობას აცხადებენ, მოწინააღმდეგე მხარე დ. თ-შვილს (წარმომადგენელი ლ. ჩ-შვილი) სადავო ფართის (ქ. თელავში, ... ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილი) სანაცვლოდ გადაუხადონ მთლიანობაში 12 000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს მხარეები (კასატორები) გადაუხდიან დ. თ-შვილს არაუგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო დანარჩენ თანხას _ 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარს კასატორები მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხდიან არაუგვიანეს 2013 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით;

2. მოწინააღმდეგე მხარე დ. თ-შვილი მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში უარს ამბობს სადავო ქონებაზე და ადასტურებს ხელმოწერით, რომ პრეტენზია აღარ ექნება კასატორებთან ქ.თელავში, ... ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილზე;

3. მას შემდეგ, რაც კასატორები სრულად გადაუხდიან დ. თ-შვილს პირველ პუნქტში მითითებულ თანხას (12 000 აშშ დოლარი), სადავო ქონება, მდებარე ქ.თელავში, ... ¹15-ში, 2/6 ნაწილი, მთლიანად გადავა კასატორების _ ს., ე. და ნ. თ-შვილების სახელზე და აღირიცხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, როგორც მათი საკუთრება. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სადავო ქონებაზე არსებული ყადაღა რჩება ძალაში.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდა საქმის წარმოება. განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (ტომი 3, ს.ფ. 192-198).

2011 წლის 12 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა დ. თ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

განმცხადებლის მითითებით, მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია, რომ კასატორები (ს., ნ. და ე. თ-შვილები) გადაიხდიან მთლიანობაში 12 000 აშშ დოლარს 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით, რის შემდგომაც სადავო ქონება, თელავში, ... ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილი მთლიანად გადავა კასატორების საკუთრებაში და საჯარო რეესტრში აღირიცხება მათ საკუთრებად.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ამჟამად არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი, ხოლო განჩინებაში მითითებული თანხის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სრულად გადახდამდე დარჩენილია ორ წელიწადზე მეტი დრო. ასეთ ვითარებაში, დ. თ-შვილი ითხოვს სასამართლომ მას განუმარტოს, აქვს თუ არა უფლება თანხის მისთვის სრულად ანაზღაურებამდე (სანამ მოწინააღმდეგე მხარისაგან ასანაზღაურებელი თანხით არ მიეცემა საცხოვრებელი ფართის შეძენის შესაძლებლობა), ისარგებლოს ზემომითითებული ფართით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა დ. თ-შვილის განცხადება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულების განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

ამ ნორმის თანახმად, მხარეს ან სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არაა გასაგებად ჩამოყალიბებული, ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვს განმცხადებელი, ჩამოყალიბებულია ნათლად და გარკვევით, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. შესაბამისად, მითითებული გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არ არსებობს.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება უნდა მოხდეს იმ საკითხზე, რომელიც წარმოადგენდა სასამართლო განხილვის საგანს და რომელზედაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა განმცხადებლის მიერ დასმული საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, როგორც ამას განმცხადებელი მოითხოვს, გამოიწვევს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. თ-შვილის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. თ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.