Facebook Twitter

ა-1709-ბ-14-2010 7 დეკემბერი, 2010წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ დ. ს-ავას წარმომადგენელი ლ. ჩ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით დ. და მ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის ლ. ც-ძის სარჩელი კ. ს-ავასა და ჯ. ტ-ავას შორის 2008 წლის 22 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, უძრავ ქონებაზე მდებარე _ ქ. თბილისი, ... ქუჩა ¹48, კორპ.¹1, ბინა ¹17, არ დაკმაყოფილდა (ტ.I, ს.ფ 139-147).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ავასა და არასრულწლოვან დ. ს-ავას კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ც-ძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. (ტომი I, ს.ფ. 154-175).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით მ. ს-ავასა და არასრულწლოვან დ. ს-ავას კანონიერი წარმომადგენელის ლ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 224-236).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ც-ძის წარმომადგენელმა ლ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 244-252).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ც-ძის წარმომადგენელ ლ. ჩ-ძეს საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა 1500 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. (ტ.2, ს.ფ. 254-257).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით, მ. და დ. ს-ავების წარმომადგენელ ლ. ჩ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით (ტ.2, ს.ფ. 272-273).

აღნიშნული განჩინების ასლი მ. და დ. ს-ავების წარმომადგენელ ლ. ჩ-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, 2010 წლის 13 მაისს ჩაჰბარდა პირადად ლ. ჩ-ძეს (ტ.2, ს.ფ. 274-275).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით დ. ს-ავას წარმომადგენელ ლ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2,ს.ფ. 281-283).

2010 წლის 19 ივლისს დ. ს-ავას წარმომადგენელმა ლ. ჩ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინება, რომლითაც მას საკასაციო საჩივარზე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, პირადად არ ჩაჰბარებია. აქედან გამომდინარე, არასწორია 2010 წლის 10 ივნისის განჩინებაში იმის მითითება, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე ხელს თავად ლ. ჩ-ძე აწერს (ტომი 2, ს.ფ. 309-310). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორ მხარეს კანონის თანახმად არ ეცნობა ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინების თაობაზე, საკასაციო პალატას საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, დ. ს-ავას წარმომადგენელ ლ. ჩ-ძის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის აღნიშნული საფუძვლები ამომწურავია და მისი გაფართოება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ლ. ჩ-ძე არ მიუთითებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის არც ერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე. იგი ფაქტობრივად ითხოვს საქმეზე წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძვლით, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და არა გადაწყვეტილების ბათილობის გამო წარმოების განახლების საფუძველია. თუმცა, მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. ს-ავას წარმომადგენელი ლ. ჩ-ძე თავისი განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მარტოოდენ იმაზე მითითებით შემოიფარგლება, რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განჩინება პირადად არ ჩაჰბარებია, ვინაიდან საფოსტო შეტყობინებაზე, რომელსაც საკასაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო, ხელმოწერა თავად არ ეკუთვნის. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან განმცხადებელი, მითითებული განმარტებით, იგი ფაქტობრივად უთითებს საფოსტო შეტყობინების სიყალბეზე, რაც შესაბამისი ორგანოების მიერ დღესდღეობით დადგენილი არ არის. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მოცემული საკითხის სადავოდ გახდომა საფუძველს მოკლებულია. ლ. ჩ-ძე საქმეში არსებული აღნიშნული მტკიცებულების გასაქარწყლებლად მხოლოდ სიტყვიერი მსჯელობით შემოიფარგლება და მის დასადასტურებლად არა აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინება დ. ს-ავას წარმომადგენელ ლ. ჩ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 13 მაისს, რასაც ადასტურებს შეტყობინებაზე არსებული ხელმოწერა (ტომი 2, ს.ფ. 275). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს საფუძველი რაიმე ეჭვი შეიტანოს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ზემოაღნიშნული შეტყობინების სისწორეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ს-ავას წარმომადგენელ ლ. ჩ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება