ბს-1244-819(კ-05) 3 აპრილი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. დ-ი
სარჩელზე თანამოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.06.05წ. განჩინება
დავის საგანი _ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. დ-მა 28.10.04წ. სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში; 1992 წლიდან გადაყვანილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში; 2002 წლის სექტემბრიდან მუსაობდა რეგიონალურ საბაჟო « ........... " საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. არის საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩეველი, გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები უნგრეთში. მოსარჩელის განმარტებით, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 19.02.04წ. ბრძანებულებითY ლიკვიდირებულ იქნა «.......... " და ფინანსთა მინისტრის 26.02.04წ. ¹97 ბრძანებით ყველა საშტატო ერთეული გადაეცა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატს. ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლიკვიდაციის შედეგად თანამდებობიდან განთავისუფლებული საჯარო მოხელეთა დასაქმება. მოსარჩელის განცხადებით, განთავისუფლეისას მასთან საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა. საბოლოო ანგარიში მოიცავდა მიუღებელ ხელფას 4253,98 ლარს და ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა არაკომპეტენტური ქმედების გამო ორი თვის განმავლობაში იყო უმუშევარი, ნერვიულობის გამო აღმოჩნდა საავადმყოფოში. მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 1848,42 ლარი. მოპასუხეთა ბრალით მიიღო 3074 ლარის ზიანი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 24.05.04წ. დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის ........... სამმართველოს მთავარი ინსპექტორის მ/შ თანამდებობაზე. მისი დანიშვნისას დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, არ შეუნარჩუნეს ის თანამდებობრივი სარგო, რომელიც ჰქონდა. «..........." დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების მომენტში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს სახელმწიფო მოხელეზე ვრცელდება პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები. «პოლიციის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის თანახმად, შტატების შემცირებისას ან სამსახურის ინტერესებიდან გამომიდნარე დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას თანამშრომლებს უნარჩუნდებათ ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ზემოაღნიშნული მოთხოვნები, უკანონოდ შეამცირეს მისი თანამდებობრივი სარგო, რის შედეგადაც 1200 ლარით ნაკლები ხელფასი მიიღო, ვიდრე უნდა მიეღო. მოსარჩელემ სკ-ის 408 და 992 მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. დ-მა სახელფასო დავალიანების 4253,98 ლარის მოპასუხეებზე დაკისრება, დაქვეითებამდე დაკავებული თანამდებობრივი სარგოს შებარჩუნება, თანამდებობრივი სარგოს შემცირების გამო მიღებული ზიანის 1200 ლარის კომპენსაცია და ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა არამართლზომიერი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის 3074 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას დაქვეითებამდე დაკავებული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში. მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩოპ არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.12.04წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 4253,98 ლარის გადახდა. გ. დ-ის მოთხოვნას დაქვეითებამდე დაკავებული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნების, თანამდებობრივი სარგოს შემცირების გამო მიყენებული ზიანის 1200 ლარის და ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა არამართლზომიერი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის 3047 ლარის ანაზრაურების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.12.04წ. გადაწყვეტილება მისთვის სარჩელის მოთხოვნის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. დ-მა დააზუსტა სასარცელო მოთხოვნა და დაქვეითებამდე დაკავებული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებისა და თანამდებობრივი სარგოს შემცირების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი არ ცნეს, მასზე უარის თქმა და გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს 07.06.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. დ-ი საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო « ......... " საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნა დაწესებულების ლიკვიდაციის და არა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით. დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 24.05.04წ. ¹362-კს ბრძანებით გ. დ-ი დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტრამენტის ........ სამმართვეოს საბაჟო რეჟიმების რეგულირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. გ. დ-ს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ბრძანება მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან ხელფასის საშტატო განრიგით განსაზღვრის ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ მომხდარა აპელანტის გადაყვანა რანგით უფრო დაბალ თანამდებობაზე, რის გამოც მისი მოთხოვნა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, «პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 12.4 მუხლის საფუძველზე დაქვეითებამდე დაკავებული თანამდებობრივი სარგოს შებარჩუნებისა და ამ უკანასკნელის თანამდრბობრივი შედეგის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს 07.06.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვერ დააკმაყოფილებს სახელფასო დავალიანებას იმის გამო, რომ შესაბამისი დაფინანსენა არ გააჩნია. კასატორის განმარტებით, «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-15 მუხლით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის საქართველოს 2004 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი ასიგნებების მოცულობა 42000 ლარით განისაზღვრა. ამ თანხის ფარგლებში დავალიანების დაფარვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა. თბილისის საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული არგუმენტი და საქმის მნიშვნელოვანი გარემოების შესწავლის გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გ. დ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით 4253,98 ლარის დაკისრების ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.06.05წ. განჩინების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით გ. დ-ის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის 07.06.05წ. განჩინების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით 4253,98 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს გ. დ-ის სახელფასო დავალიანება არ წარმოადგენდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.12.04წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 4253,98 ლარის გადახდა დაეკისრა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და სკ-ის 264-ე მუხლის «ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო პალატის 07.06.05წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს და შეამოწმოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.12.04წ. გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესულია კანონიერ ძალაში. (ს.ფ. 126). სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად და ისინი უნდა შესრულდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 07.06.05წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.06.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.