ა-1015-შ-20-2010 12 ივლისი, 2010 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები _ ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლო, სს “ა-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ე-ი”
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ა-ას” სარჩელი შპს “ე-ის” მიმართ დაკმაყოფილდა, შპს “ე-ს” სს “ა-ის” სასარგებლოდ დაეკისრა თანხა _ 11262,27 აშშ დოლარი და საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი _ 50927 ტენგე.
ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისმა სპეციალიზებულმა ეკონომიკურმა სასამართლომ და სს “ა-ამ” შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვეს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ, კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 ნოემბერს, სახელმწიფო ბაჟისა და თანხის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დასტურდება, რომ შპს “ე-ი” სათანადოდ იქნა ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოსა და სს “ა-ის” შუამდგომლობები ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოსა და სს “ა-ის” შუამდგომლობები ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ა-ას” სარჩელი შპს “ე-ის” მიმართ დაკმაყოფილდა, შპს “ე-ს” სს “ა-ის” სასარგებლოდ დაეკისრა თანხა _ 11262,27 აშშ დოლარი და საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი _ 50927 ტენგე. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმაატის რაიონთაშორისმა სპეციალიზებულმა ეკონომიკურმა სასამართლომ და სს “ა-მა” მოითხოვეს თანხისა და სასამართლოს ხარჯების დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორთა მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ, კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 ნოემბერს, სახელმწიფო ბაჟისა და თანხის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დასტურდება, რომ შპს “ე-ი” სათანადოდ იქნა ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოსა და სს “ა-ის” შუამდგომლობები ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმაატის რაიონთაშორისი სპეციალიზებული ეკონომიკური სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს “ე-ისათვის” სს “ა-ის” სასარგებლოდ თანხის _ 11262,27 აშშ დოლარისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის _ 50927 ტენგეს დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.