Facebook Twitter

¹ა-1107-შ-20-11 17 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს სკფ «... ლტდ”-ს წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შპს «...ს” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს Aჩ ¹217г/2009 გადაწყვეტილებით შპს «...ს» დაევალა დაუყოვნებლივ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს შპს სკფ «... ლტდ-ს» ძირითადი ვალი _ 37515.52 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 3450.93 აშშ დოლარი, სულ 40966 აშშ დოლარი და 45 ცენტი.

შპს სკფ «... ლტდ-ს» წარმომადგენელმა გ. ბ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს Aჩ ¹217г/2009 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

გ.ბ-შვილის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების თანახმად, იგი კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ (წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მოპასუხე შპს «...» ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, რეგლამენტი და არბიტრთა სია, უწყება საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მოპასუხის მოთხოვნით საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობაში არბიტრად დაინიშნა ერთ-ერთი წევრი, მოპასუხეს საარბიტრაჟო სხდომაზე მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შესაგებელი წარუდგენია საარბიტრაჟო პრეტენზიაზე.

საქმის მასალებს ასევე ერთვის უკრაინის აღმასრულებელი წარმოების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან მოკლე ამონაწერი, რომლის თანახმადაც მოვალე შპს «....ის» მიმართ აღმასრულებელი წარმოების ერთიან რეესტრში ინფორმაცია არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოს აქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს სკფ «... ლტდ”-ს წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს სკფ «... ლტდ”-ს წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს Aჩ ¹217г/2009 გადაწყვეტილებით შპს «...ს» დაევალა დაუყოვნებლივ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს შპს სკფ «... ლტდ-ს» ძირითადი ვალი _ 37515.52 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 3450.93 აშშ დოლარი, სულ 40966 აშშ დოლარი და 45 ცენტი.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს სკფ «... ლტდ”-ს წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს Aჩ ¹217г/2009 გადაწყვეტილებით შპს «...ს» დაევალა დაუყოვნებლივ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს შპს სკფ «... ლტდ-ს» ძირითადი ვალი _ 37515.52 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 3450.93 აშშ დოლარი, სულ 40966 აშშ დოლარი და 45 ცენტი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.