ა-1119-შ-24-2010 3 აგვისტო, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ რ. ფ-ცი (წარმომადგემელი მ. კ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ფ-ცი
განხილვის საგანი _ გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი ვეტცლარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 617 F 310/04 შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი ვეტცლარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 617 F 310/04 შ) საქართველოში, თბილისის მმაჩის განყოფილების თანამშრომლის მიერ 1999 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ 104/99) შეწყდა, დადგინდა, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ქორწინების მანძილზე მიღებული შემოსავლისაგან დამოუკიდებლად მეუღლეების წილთა გათანაბრება არ მოხდებოდა, სასამართლო დავის ხარჯები ორივე მხარის მიმართ მოიხსნა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რ. ფ-ცმა, რომელმაც მხარეებს შორის განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით რ. ფ-ცის შუამდგომლობა გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი ვეტცლარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 617 F 310/04 შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რ. ფ-ცის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი ვეტცლარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 617 F 310/04 შ) საქართველოში, თბილისის მმაჩის განყოფილების თანამშრომლის მიერ 1999 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ 104/99) შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
ამდენად, საქმის მასალების თანახმად, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი ვეტცლარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 617 F 310/04 შ), რომელიც შეეხება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ფ-ცის (წარმომადგენელი მ. კ-ძე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი ვეტცლარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 617 F 310/04 შ), რომლითაც საქართველოში, თბილისის მმაჩის განყოფილების თანამშრომლის მიერ 1999 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ 104/99) შეწყდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.