ა-1125-შ-25-2010 21 ოქტომბერი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ც. კ-ელის (წარმომადგენელი ნ. კ-შვილი) შუამდგომლობა გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე, ჰ. კ-ელის სარჩელის გამო, ც. კ-ელის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. კ-ელი და ჰ. კ-ელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 20 სექტემბრიდან. მხარეები 2008 წლის თებერვლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. განქორწინების პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხეს – ც. კ-ელს 2008 წლის 11 სექტემბერს შეეძინა ბავშვი – ნ. კ-ელი. ჰ. კ-ელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მხარეთა ქორწინება საბოლოოდ შეწყვეტილია და მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება შეუძლებელია; ჰ. კ-ელმა განაცხადა, რომ ბავშვი – ნ. კ-ელი მოსარჩელის არ არის. ასევე, მიუთითა, რომ განქორწინებისთვის ერთწლიანი ვადის დადგენა არ არის საჭირო, რადგან მოპასუხეს სხვა კაცთან აქვს ურთიერთობა, რომლისგანაც ელოდება ბავშვს. მოსარჩელემ მოითხოვა მეუღლესთან – ც. კ-ელთან განქორწინება.
გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ჰ. კ-ელი და ც. კ-ელი განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ასევე, რომ ბაჟი მხარეების მიერ თანაბრად იქნეს გადახდილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 11 მარტიდან.
ც. კ-ელმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ც. კ-ელის შუამდგომლობა გერმანიის
გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ც. კ-ელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ც. კ-ელი და ჰ. კ-ელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 20 სექტემბრიდან. მხარეები 2008 წლის თებერვლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. განქორწინების პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხეს – ც. კ-ელს 2008 წლის 11 სექტემბერს შეეძინა ბავშვი – ნ. კ-ელი. ჰ. კ-ელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მხარეთა ქორწინება საბოლოოდ შეწყვეტილია და მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება შეუძლებელია; ჰ. კ-ელმა განაცხადა, რომ ბავშვი - ნ. კ-ელი მოსარჩელის არ არის. ასევე, მიუთითა, რომ განქორწინებისთვის ერთწლიანი ვადის დადგენა არ არის საჭირო, რადგან მოპასუხე სხვა კაცთან აქვს ურთიერთობა, რომლისგანაც ელოდება ბავშვს. მოსარჩელემ მოითხოვა მეუღლესთან – ც. კ-ელთან განქორწინება.
გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ჰ. კ-ელი და ც. კ-ელი განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინა ასევე, რომ ბაჟი მხარეების მიერ თანაბრად იქნეს გადახდილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 11 მარტიდან.
ც. კ-ელმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ც. კ-ელის შუამდგომლობა გერმანიის
გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. კ-ელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ჰ. კ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა. ც. კ-ელი და ჰ. კ-ელი განქორწინდნენ. ბაჟი მხარეების მიერ თანაბრად იქნება გადახდილი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.