ა-1129-შ-26-2010 12 ივლისი, 2010 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები _ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლო, ნ. შ-ოვა
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ტ-ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ტ-ძის მიმართ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ტ-ძეს ნ. შ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა 1997 წლის 13 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი კარინა ტ-ძისა და 2002 წლის 21 აპრილს დაბადებული მაია ტ-ძის რჩენისათვის 2009 წლის 19 თებერვლიდან ყოველთვიურად ყოველგვარი ხელფასის ან სხვა შემოსავლის 33%-ის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე, ამასთან, შრომისუნარიანი მშობლებისათვის ალიმენტის მინიმალური ოდენობა თვეში უნდა შეადგენდეს ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 75%-ს. მოპასუხეს საქმის განმხილველი სახელმწიფოს სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 119700 რუბლის ანაზღაურება.
ნ. შ-ოვამ და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლომ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვეს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 2 მარტს, სახელმწიფო ბაჟისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დასტურდება, რომ დ. ტ-ძე სათანადოდ იქნა ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, ასევე ჩაბარდა სარჩელის ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოსა და ნ. შ-ოვას შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოსა და ნ. შ-ოვას შუამდგომლობები უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ტ-ძეს ნ. შ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა 1997 წლის 13 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი კარინა ტ-ძისა და 2002 წლის 21 აპრილს დაბადებული მაია ტ-ძის რჩენისათვის 2009 წლის 19 თებერვლიდან ყოველთვიურად ყოველგვარი ხელფასის ან სხვა შემოსავლის 33%-ის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე, ამასთან, შრომისუნარიანი მშობლებისათვის ალიმენტის მინიმალური ოდენობა თვეში უნდა შეადგენდეს ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 75%-ს. მოპასუხეს საქმის განმხილველი სახელმწიფოს სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 119700 რუბლის ანაზღაურება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლომ და ნ. შ-ოვამ ალიმენტისა და სასამართლოს ხარჯების დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 2 მარტს, სახელმწიფო ბაჟისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დასტურდება, რომ დ. ტ-ძე სათანადოდ იქნა ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ და ჩაბარდა სარჩელის ასლი.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოსა და ნ. შ-ოვას შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ტ-ძეს ნ. შ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა 1997 წლის 13 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი კარინა ტ-ძისა და 2002 წლის 21 აპრილს დაბადებული მაია ტ-ძის რჩენისათვის 2009 წლის 19 თებერვლიდან ყოველთვიურად ყოველგვარი ხელფასის ან სხვა შემოსავლის 33%-ის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე. შრომისუნარიანი მშობლებისათვის ალიმენტის მინიმალური ოდენობა თვეში უნდა შეადგენდეს ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 75%-ს. ასევე საქმის განმხილველი სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 119700 რუბლის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.