ა-1187-შ-28-10 20 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. შ-ავას შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის ქ.კურსკის სეიმსკის ოლქის ¹5 სასამართლო უბნის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ს. შ-ავას მიმართ განქორწინების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსეთის ფედერაციის ქ.კურსკის სეიმსკის ოლქის ¹5 სასამართლო უბნის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ს. შ-ავას სასარჩელო განცხადება ზ. შ-ავას მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა. კურსკის ოლქის მმაჩის კომიტეტის ქ. კურსკის სეიმსკის ოლქის მმაჩის განყოფილების მიერ 2006 წლის 14 ოქტომბერს დარეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი ¹1208 შეწყდა.
ზ. შ-ავამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.კურსკის სეიმსკის ოლქის ¹5 სასამართლო უბნის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ზ. შ-ავას ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ცნობა, რუსეთის ფედერაციის ქ.კურსკის სეიმსკის ოლქის ¹5 სასამართლო უბნის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლს შესახებ და ასევე მოსარჩელე ს. შ-ავას ზუსტი მისამართი. აღნიშნული განჩინების ასლი ზ. შ-ავასთვის გადასაცემად ჩაჰბარდა მის ნათესავს – ლ. ს-აიას 2010 წლის 9 ივნისს (ს.ფ.10).
2010 წლის 16 ივლისს ზ. შ-ავამ საკასაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა, განუხილველად იქნეს დატოვებული მისი შუამდგომლობა და ამასთან დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლს პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან ზ. შ-ავამ უარი განაცხადა შუამდგომლობის განხილვაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობაზე წარმოება უნდა შეწყდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე, 372-ე 284-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. შ-ავას განცხადება, რუსეთის ფედერაციის ქ.კურსკის სეიმსკის ოლქის ¹5 სასამართლო უბნის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
მოცემულ შუამდგომლობაზე წარმოება შეწყდეს და შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;