Facebook Twitter

¹ ა-126-შ-3-2010 18 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. გ-შვილის წარმომადგენლის ც. შ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. შ-ბერგის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 23 დეკემბერს გერმანიის ქ. ნოისის მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე ა. შ-ბერგი და საქართველოს მოქალაქე ნ. გ-შვილის ქორწინება (ქორწინების მოწმობა ¹735 ა/2002). ნ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს ა. შ-ბერგის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება.

გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. შ-ბერგი და ნ. გ-შვილი განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 9 ივნისიდან.

ნ. გ-შვილის წარმომადგენელმა ც. შ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ნ. გ-შვილის წარმომადგენლის ც. შ-ძის შუამდგომლობა, გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. შ-ბერგის მიმართ განქორწინების თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. გ-შვილის წარმომადგენლის ც. შ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2002 წლის 23 დეკემბერს გერმანიის ქ. ნოისის მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე ა. შ-ბერგი და საქართველოს მოქალაქე ნ. გ-შვილის ქორწინება (ქორწინების მოწმობა ¹735 ა/2002). ნ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს ა. შ-ბერგის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება.

გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. შ-ბერგი და ნ. გ-შვილი განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 9 ივნისიდან.

ნ. გ-შვილის წარმომადგენელმა ც. შ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ნ. გ-შვილის წარმომადგენლის ც. შ-ძის შუამდგომლობა, გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. შ-ბერგის მიმართ განქორწინების თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-შვილის წარმომადგენლის ც. შ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ა. შ-ბერგის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

გერმანიის ქ. ნოისის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-შვილი და ა. შ-ბერგი განქორწინდნენ, ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.