ა-1289-შ-30-10 13 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. კ-იას შუამდგომლობა ფლორიდა სემინოლის ოლქში და ოლქის სახელით საოლქო სასამართლოს მეთვრამეტე იურიდიული ოლქის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ე. კ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფლორიდა სემინოლის ოლქში და ოლქის სახელით საოლქო სასამართლოს მეთვრამეტე იურიდიული ოლქის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება და მათ დაუბრუნდათ დასაქორწინებლის სტატუსი; მხარეებმა ნებაყოფლობით გააფორმეს საქორწინო კონტრაქტი (ხელშეკრულება) და ბავშვების აღზრდის გეგმა. თითოეულმა მხარემ შეავსო ფინანსური წერილობითი ჩვენება საოჯახო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად. ამავდროულად, ამ საქმეში საქორწინო კონტრაქტი (ხელშეკრულება) და ბავშვების აღზრდის გეგმა შევსებულია როგორც ჩვენება “A”, რომელიც ხელმოწერილია და წარმოადგენს ამ საბოლოო გადაწყვეტილების ნაწილს. Mმხარეები ვალდებული არიან, სრულად დაემორჩილონ ყველა დებულებას. სასამართლო ადგენს, რომ ამჟამად მხარეებს გააჩნიათ შესაძლებლობა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მხარეებმა ხელი მოაწერეს და რაც წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილს. აღდგენილია მეუღლის ქორწინებამდელი გვარი _ ე. კ-ი.
ი. კ-იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ფლორიდა სემინოლის ოლქში და ოლქის სახელით საოლქო სასამართლოს მეთვრამეტე იურიდიული ოლქის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. კ-იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ფლორიდა სემინოლის ოლქში და ოლქის სახელით საოლქო სასამართლოს მეთვრამეტე იურიდიული ოლქის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება და მათ დაუბრუნდათ დასაქორწინებლის სტატუსი; მხარეებმა ნებაყოფლობით გააფორმეს საქორწინო კონტრაქტი (ხელშეკრულება) და ბავშვების აღზრდის გეგმა. თითოეულმა მხარემ შეავსო ფინანსური წერილობითი ჩვენება საოჯახო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად. ამავდროულად, ამ საქმეში საქორწინო კონტრაქტი (ხელშეკრულება) და ბავშვების აღზრდის გეგმა შევსებულია როგორც ჩვენება “A”, რომელიც ხელმოწერილია და წარმოადგენს ამ საბოლოო გადაწყვეტილების ნაწილს. Mმხარეები ვალდებული არიან, სრულად დაემორჩილონ ყველა დებულებას. სასამართლო ადგენს, რომ ამჟამად მხარეებს გააჩნიათ შესაძლებლობა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მხარეებმა ხელი მოაწერეს და რაც წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილს. აღდგენილია მეუღლის ქორწინებამდელი გვარი _ ე. კ-ი.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს ფლორიდა სემინოლის ოლქში და ოლქის სახელით საოლქო სასამართლოს მეთვრამეტე იურიდიული ოლქის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. კ-იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ფლორიდა სემინოლის ოლქში და ოლქის სახელით საოლქო სასამართლოს მეთვრამეტე იურიდიული ოლქის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება და მათ დაუბრუნდათ დასაქორწინებლის სტატუსი; მხარეებმა ნებაყოფლობით გააფორმეს საქორწინო კონტრაქტი (ხელშეკრულება) და ბავშვების აღზრდის გეგმა. თითოეულმა მხარემ შეავსო ფინანსური წერილობითი ჩვენება საოჯახო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად. ამავდროულად, ამ საქმეში საქორწინო კონტრაქტი (ხელშეკრულება) და ბავშვების აღზრდის გეგმა შევსებულია როგორც ჩვენება “A”, რომელიც ხელმოწერილია და წარმოადგენს ამ საბოლოო გადაწყვეტილების ნაწილს. Mმხარეები ვალდებული არიან, სრულად დაემორჩილონ ყველა დებულებას. სასამართლო ადგენს, რომ ამჟამად მხარეებს გააჩნიათ შესაძლებლობა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მხარეებმა ხელი მოაწერეს და რაც წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილს. აღდგენილია მეუღლის ქორწინებამდელი გვარი _ ე. კ-ი.. აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.