¹ა-1311-შ-21-11 19 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ზ. ბ-შვილი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის ქ. კიევის დესნიანსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ბ-შვილმა სასამართლოს განცხადებით მიმართა შვილად აყვანის მოთხოვნით და მიუთითა, რომ 2003 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მცირეწლოვანი მ-შვილი ე. დედის გარდაცვალების შემდეგ მათთან ცხოვრობდა. ბავშვის მამამ წარმოადგინა განცხადება - თანხმობა მისი ქალიშვილის გაშვილების თაობაზე.Gგანცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვეს ბავშვის მშობლების რეგისტრაციის განხორციელება, ბავშვის გვარით «მ-შვილის» შეცვლა, ახალი გვარით _ «ბ-შვილით», ხოლო სახელის, დაბადების თარიღისა და ადგილის უცვლელად დატოვება.
უკრაინის ქ. კიევის დესნიანსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, ბ-შვილი ზ. ვ-ს ძე და ჟ-სკა ო. ვ-ის ასული სასამართლომ აღიარა 2003 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მცირეწლოვანი ბავშვის _ მ-შვილი ე.ს მშვილებლად. ცვლილებები შევიდა მ-შვილი ე.ს დაბადების შესახებ 2003 წლის 30 აგვისტოს ¹ნკ ... სააქტო ჩანაწერში, მიეთითა მის მშობლებლად. მამა _ ბ-შვილი ზ. ვ-ს ძე, დაბ. 1963 წლის 29 მაისს, უკრაინის მოქალაქე, მცხოვრები: ქ. კიევი, ...ს ქ. ¹18ა, ბინა 201; დედა _ ჟ-სკა ო. ვ-ის ასული, დაბ. 1978 წლის 3 მარტს, უკრაინის მოქალაქე, მცხოვრები: ქ. კიევში, ...ს ქ. ¹18ა, ბინა 201-ში; ბავშვის გვარი «მ-შვილი» შეიცვალა ახალი გვარით _ «ბ-შვილით», ბავშვის საზელი, დაბადების თარიღი და ადგილი დარჩა უცვლელი.
ზ. ბ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ. კიევის დესნიანსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ბ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ქ. კიევის დესნიანსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, ბ-შვილი ზ. ვ-ს ძე და ჟ-სკა ო. ვ-ის ასული სასამართლომ აღიარა 2003 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მცირეწლოვანი ბავშვის _ მ-შვილი ე.ს მშვილებლად. ცვლილებები შევიდა მ-შვილი ე.ს დაბადების შესახებ 2003 წლის 30 აგვისტოს ¹ნკ ... სააქტო ჩანაწერში, მიეთითა მის მშობლებლად. მამა _ ბ-შვილი ზ. ვ-ს ძე, დაბ. 1963 წლის 29 მაისს, უკრაინის მოქალაქე, მცხოვრები: ქ. კიევი, ...ს ქ. ¹18ა, ბინა 201; დედა _ ჟ-სკა ო. ვ-ის ასული, დაბ. 1978 წლის 3 მარტს, უკრაინის მოქალაქე, მცხოვრები: ქ. კიევში, ...ს ქ. ¹18ა, ბინა 201-ში; ბავშვის გვარი «მ-შვილი» შეიცვალა ახალი გვარით _ «ბ-შვილით», ბავშვის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი დარჩა უცვლელი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ. კიევის დესნიანსკის რაიონის სასამართლოს სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ. კიევის დესნიანსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. ბ-შვილის განცხადება შვილების თაობაზე, კერძოდ - ბ-შვილი ზ. ვ-ს ძე და ჟ-სკა ო. ვ-ის ასული აღიარებულ იქნენ 2003 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მცირეწლოვანი ბავშვის _ მ-შვილი ე.ს მშვილებლებად. ცვლილებები შეტანილ იქნა მ-შვილი ე.ს დაბადების შესახებ 2003 წლის 30 აგვისტოს ¹ნკ ... სააქტო ჩანაწერში, მიეთითა მის მშობლებლად: მამა _ ბ-შვილი ზ. ვ-ს ძე, დაბ. 1963 წლის 29 მაისს, უკრაინის მოქალაქე, მცხოვრები: ქ. კიევი, ...ს ქ. ¹18ა, ბინა 201; დედა _ ჟ-სკა ო. ვ-ის ასული, დაბ. 1978 წლის 3 მარტს, უკრაინის მოქალაქე, მცხოვრები: ქ. კიევში, ...ს ქ. ¹18ა, ბინა 201-ში; ბავშვის გვარი «მ-შვილი» შეიცვალა ახალი გვარით _ «ბ-შვილი», ბავშვის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი დარჩა უცვლელი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.