Facebook Twitter

ა-1345-შ-32-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ჰ. კ-ხი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, მოერსის სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჰ. კ-ხმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-შვილის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.

გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2007 წლის 12 იანვარს ნოიკირხენ-ვლუინის მმაჩის განყოფილებაში 2/2007 სარეგისტრაციო ნომრით მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს შორის წილების გათანაბრება არ შემდგარა.

ი. ბ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით ი. ბ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ბ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2007 წლის 12 იანვარს ნოიკირხენ-ვლუინის მმაჩის განყოფილებაში 2/2007 სარეგისტრაციო ნომრით მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს შორის წილების გათანაბრება არ შემდგარა.

გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 28 ივნისს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ბ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის მოერსის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2007 წლის 12 იანვარს ნოიკირხენ-ვლუინის მმაჩის განყოფილებაში 2/2007 სარეგისტრაციო ნომრით მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.