ა-1437-შ-33-10 20 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. პ-იანის წარმომადგენლის ნ. პ-იანის შუამდგომლობა ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დ. ჰ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ნიურბერგის მმაჩის ბიუროს მიერ 2009 წლის 1 სექტემბერს (საქორწინო რეესტრის ნომერი ...........) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.
ი. პ-იანის წარმომადგენელმა ნ. პ-იანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. პ-იანის წარმომადგენლის ნ. პ-იანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ნიურბერგის მმაჩის ბიუროს მიერ 2009 წლის 1 სექტემბერს (საქორწინო რეესტრის ნომერი .........) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
`საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. პ-იანის წარმომადგენლის ნ. პ-იანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ნიურბერგის მმაჩის ბიუროს მიერ 2009 წლის 1 სექტემბერს (საქორწინო რეესტრის ნომერი E..........) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.