ა-1485-შ-34-2010 20 სექტემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ კ. ვ-ძე (წარმომადგენელი ლ. ვ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ბ-ავა
განხილვის საგანი _ გერმანიის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 524 F 9759/09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე 524 F 9759/09), დანიაში, ტონდერის მმაჩის ბიუროში 2006 წლის 11 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის 5300/2006) გაუქმდა; წყვილის წილების გათანაბრების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოტანილა; დადგინდა პროცესის ხარჯების მხარეების მიერ დაფარვა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კ. ვ-ძემ (წარმომადგენელი ლ. ვ-ძე), რომელმაც განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით კ. ვ-ძის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე 524 F 9759/09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ კ. ვ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე 524 F 9759/09), დანიაში, ტონდერის მმაჩის ბიუროში 2006 წლის 11 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის 5300/2006) გაუქმდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
ამდენად, საქმის მასალების თანახმად, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე 524 F 9759/09), რომელიც შეეხება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ვ-ძის (წარმომადგენელი ლ. ვ-ძე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გერმანიის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე 524 F 9759/09), რომლითაც დანიაში, ტონდერის მმაჩის ბიუროში 2006 წლის 11 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹ 5300/2006) გაუქმდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.