ა-1525-შ-35-2010 4 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ბ-იანცის (წარმომადგენელი ო. ო-ვა) შუამდგომლობა გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 74 F 829/09 შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე, დ. მ. ბ-იანცის განცხადების გამო ა. ბ-იანცის მიმართ განქორწინების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დ. მ. ბ-იანცი და ა. ბ-იანცი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 24 ნოემბრიდან. მხარეები 2005 წლის გაზაფხულიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ორივე მხარე ქორწინებას მიიჩნევს უიღბლოდ. დ. მ. ბ-იანცმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მეუღლესთან – ა. ბ-იანცთან განქორწინება, რასაც მოპასუხე დაეთანხმა.
გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. მ. ბ-იანცის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. მ. ბ-ინცი და ა. ბ-იანცი განქორწინდნენ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 8 დეკემბერს.
ა. ბ-იანცმა (წარმომადგენელი ო. ო-ვა) შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას და გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-იანცის შუამდგომლობა გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. ბ-იანცის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დ. მ. ბ-იანცი და ა. ბ-იანცი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 24 ნოემბრიდან. მხარეები 2005 წლის გაზაფხულიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ორივე მხარე ქორწინებას მიიჩნევს უიღბლოდ. დ. მ. ბ-იანცმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მეუღლესთან – ა. ბ-იანცთან განქორწინება, რასაც მოპასუხე დაეთანხმა.
გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. მ. ბ-იანცის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. მ. ბ-ინცი და ა. ბ-იანცი განქორწინდნენ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 8 დეკემბერს.
ა. ბ-იანცმა (წარმომადგენელი ო. ო-ვა) შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას და გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-იანცის შუამდგომლობა გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ბ-იანცის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ. ბ-ინცი და ა. ბ-იანცი განქორწინდნენ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.