ა-153-შ-4-2011 4 აპრილი, 2011 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ.კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. პ-რი (წარმომადგენელი ნ. ბ-ია)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ტ-ენ პ-რი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის მაინის ოფფენბახის საოჯახო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 312 F 1861/07 შ)
დავის საგანი _ განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის მაინის ოფფენბახის საოჯახო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მაინის ოფფენბახში 2005 წლის 20 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა; დადგინდა, რომ წილის გათანაბრება არ განხორციელდებოდა; აქტის ხარჯები თანაბრად განაწილდებოდა.
მ. პ-რიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით მ. პ-რის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. პ-რის (წარმომადგენელი ნ. ბ-ია) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის მაინის ოფფენბახის საოჯახო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მაინის ოფფენბახში 2005 წლის 20 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა.
გერმანიის მაინის ოფფენბახის საოჯახო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაშია.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის მაინის ოფფენბახის საოჯახო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მაინის ოფფენბახში 2005 წლის 20 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. პ-რის (წარმომადგენელი ნ. ბ-ია) შუამდგომლობა გერმანიის მაინის ოფფენბახის საოჯახო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 312 F 1861/07 შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის მაინის ოფფენბახის საოჯახო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მაინის ოფფენბახში 2005 წლის 20 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.