ა-1621-შ-36-2010 11 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ო. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. კ-ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა ო. კ-ძესა და კ. კ-ძეს შორის 1994 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება და დამტკიცდა მხარეების 2007 წლის 5 იანვრის წერილობითი შეთანხმება არასრულწლოვანი ბავშვის მეურვეობისა და მასთან კონტაქტის შესახებ, კერძოდ: 1). ბავშვზე მზრუნველობა (მშობლების უფლებები) ეკისრება ორივე მშობელს, ხოლო მეურვეობა, გაზრდა და განათლება ეკისრება ბავშვის დედას, რომელთანაც იცხოვრებს არასრულწლოვანი ბავშვი; 2). მამას აქვს ბავშვთან კონტაქტის უფლება დროის შემდეგ მონაკვეთებში: ყოველ კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, სამი დღე შობისა და ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში, სამი დღე აღდგომის დღესასწაულის პერიოდში და 15 დღე ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივნისის ან ივლისის თვეში; 3). მამა ვალდებულია გადაუხადოს ბავშვის დედას ყოველ თვე პირველ რიცხვში ალიმენტის სახით ფულადი თანხა 200 ევრო.
ო. კ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ო. კ-ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. კ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა ო. კ-ძესა და კ. კ-ძეს შორის 1994 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება და დამტკიცდა მხარეების 2007 წლის 5 იანვრის წერილობითი შეთანხმება არასრულწლოვანი ბავშვის მეურვეობისა და მასთან კონტაქტის შესახებ, კერძოდ: 1). ბავშვზე მზრუნველობა (მშობლების უფლებები) ეკისრება ორივე მშობელს, ხოლო მეურვეობა, გაზრდა და განათლება ეკისრება ბავშვის დედას, რომელთანაც იცხოვრებს არასრულწლოვანი ბავშვი; 2). მამას აქვს ბავშვთან კონტაქტის უფლება დროის შემდეგ მონაკვეთებში: ყოველ კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, სამი დღე შობისა და ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში, სამი დღე აღდგომის დღესასწაულის პერიოდში და 15 დღე ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივნისის ან ივლისის თვეში; 3). მამა ვალდებულია გადაუხადოს ბავშვის დედას ყოველ თვე პირველ რიცხვში ალიმენტის სახით ფულადი თანხა 200 ევრო.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. კ-ძის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ო. კ-ძესა და კ. კ-ძეს შორის 1994 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება და დამტკიცდა მხარეების 2007 წლის 5 იანვრის წერილობითი შეთანხმება არასრულწლოვანი ბავშვის მეურვეობისა და მასთან კონტაქტის შესახებ, კერძოდ: 1). ბავშვზე მზრუნველობა (მშობლების უფლებები) ეკისრება ორივე მშობელს, ხოლო მეურვეობა, გაზრდა და განათლება ეკისრება ბავშვის დედას, რომელთანაც იცხოვრებს არასრულწლოვანი ბავშვი; 2). მამას აქვს ბავშვთან კონტაქტის უფლება დროის შემდეგ მონაკვეთებში: ყოველ კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, სამი დღე შობისა და ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში, სამი დღე აღდგომის დღესასწაულის პერიოდში და 15 დღე ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივნისის ან ივლისის თვეში; 3). მამა ვალდებულია გადაუხადოს ბავშვის დედას ყოველ თვე პირველ რიცხვში ალიმენტის სახით ფულადი თანხა 200 ევრო.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.