საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№691-21 24 თებერვალი, 2021 წელი
ჯ–ი გ., 691-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით გ. ჯ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით გ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს. ვ–ის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ. ა–ის, ნ. კ–ის, ი. უ–ის, ნ. ი–ის, მ. კ–ისა და ლ. გ–ის ეპიზოდები) – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ. გ–ის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და გ. ჯ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
4. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჯ–სათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად; მსჯავრდებულ გ. ჯ–ს აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებული გ. ჯ–ი საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ჯ–ს მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილითა და მე-11 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები, რის შედეგადაც იგი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (გარდა ჯარიმისა) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის, რაც ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად, მოხდისაგან და სწორად აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.
3. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ მითითებული კანონის მე-2 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ამნისტია ვერ გავრცელდა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელებზე, ვინაიდან მითითებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იგი იყო ნასამართლევი – ბოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს შთანთქმული აქვს წინა – იმავე სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი (რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი) და საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობით.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ჯ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი