ა-1642-შ-48-09 4 თებერვალი, 2010 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საჰოლდინგო კომპანია “ა”-ის ღია სააქციო საზოგადოების ფორმის გენერალური დირექტორის ს. ვ. ს-ოვის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ა”-ის სარჩელის გამო, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ტ”-ს მიმართ, თანხის გადახდევინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ა”-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მოპასუხის მიმართ თანხის გადახდევინების თაობაზე და განაცხადა, რომ 2006 წლის 7 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს მიაწოდა 441350 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები “კრაზ”. მოპასუხემ საქონელი მიიღო, მაგრამ მათი ღირებულება არ გადაუხდია. მოსარჩელემ მოითხოვა ავტომობილების ღირებულების გადახდა, ასევე 3 % წლიური დარიცხული სახსრების გამოყენებისათვის 30.09.2008 წ. მდგომარეობით 3067.98 აშშ დოლარის გადახდა და ინფლაციური დანაკლისების გადახდა 1488 აშშ დოლარის ოდენობით.
უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ტ”-ს დაეკისრა დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ა”-ს 441350 აშშ დოლარი საქონლის ღირებულება, 3 % წლიური ჯამში 3067.98 აშშ დოლარი და 14071.53 აშშ დოლარი საარბიტრაჟო გადასახადის ხარჯების ასანაზღაურებლად. სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ა” -ის გენერალურმა დირექტორმა ს. ვ. ს-ოვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ტ”-ს დაეკისრა დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ა”-ს 441350 აშშ დოლარი საქონლის ღირებულება, 3 % წლიური ჯამში 3067.98 აშშ დოლარი და 14071.53 აშშ დოლარი საარბიტრაჟო გადასახადის ხარჯების ასანაზღაურებლად. სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ა” -ის გენერალური დირექტორის ს. ვ. ს-ოვის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ტ”-ს დაეკისრა დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ა”-ს 441350 აშშ დოლარი საქონლის ღირებულება, 3 % წლიური ჯამში 3067.98 აშშ დოლარი და 14071.53 აშშ დოლარი საარბიტრაჟო გადასახადის ხარჯების ასანაზღაურებლად. სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.