ა-1756-შ-39-2010 1 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ე. ი-ნი (წარმომადგენელი ლ. ხ-შვილი)
განხილვის საგანი _ ისრაელის სახელმწიფოს ქ. თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების (დამაკმაყოფილებელი ბრძანება) (საქმე ¹ 221808-09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ე. ი-ნს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინა შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით აღნიშნული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ოფიციალური ცნობა, რომელიც დაადასტურებდა ისრაელის სახელმწიფოს ქ. თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების (დამაკმაყოფილებელი ბრძანება) (საქმე ¹ 221808-09) კანონიერ ძალაში შესვლას.
ხარვეზის შევსების ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ი-ნის წარმომადგენელმა ლ. ხ-შვილმა, რომელმაც ითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის 21 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ე. ი-ნს გაუგრძელდა შუამდგომლობაზე ხარვეზის შევსების ვადა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღით. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც ე. ი-ნს გაუგრძელდა შუამდგომლობაზე ხარვეზის შევსების ვადა, შუამდგომლობის ავტორს დაევალა შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით აღნიშნული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ოფიციალური ცნობის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა ისრაელის სახელმწიფოს ქ. თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების (დამაკმაყოფილებელი ბრძანება) (საქმე ¹ 221808-09) კანონიერ ძალაში შესვლას. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი _ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ე. ი-ნის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 6 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 7 ოქტომბერს და დასრულდა 2010 წლის 27 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.
რამდენადაც ე. ი-ნს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია _ არ წარმოუდგენია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ მტკიცებულება, შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს ქ. თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ი-ნის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს ქ. თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების (საქმე ¹ 221808-09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.