ა-1785-შ-40-2010 17 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ. გ-ძე
წარმომადგენელი _ ნ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. რ. პ-ოკი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ძესა და კ. რ. პ-ოკს შორის 2008 წლის 22 დეკემბერს ქ.მიუნჰენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ¹3891 ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 5 მაისს.
თ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა მოცემული წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძეს 2011 წლის 31 იანვარს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც შუამდგომლობის ავტორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში თ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა მოცემული წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძეს 2011 წლის 31 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 1 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 10 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც შუამდგომლობის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს (ოჯახურ საქმეთა ¹5 განყოფილება) 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.