ა-1798-შ-41-2010 15 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ც. ფ-ევა
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ფ-ევი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქორწინება ა. ა.-ს ძე ფ-ევსა და ც. გ.-ს ასულ ფ-ევს შორის, რომელიც რეგისტრირებულია 31.07.1999 წ. ს/ჩ ¹389, ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის მმაჩის ადმინისტრაციის განყოფილების მიერ.
ც. ფ-ევამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ც. ფ-ევას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ც. ფ-ევას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქორწინება ა. ა.-ს ძე ფ-ევსა და ც. გ.-ს ასულ ფ-ევს შორის, რომელიც რეგისტრირებულია 31.07.1999 წ. ს/ჩ ¹389, ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის მმაჩის ადმინისტრაციის განყოფილების მიერ.
რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 22 დეკემბერს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ფ-ევას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქორწინება ა. ა.-ს ძე ფ-ევსა და ც. გ.-ს ასულ ფ-ევს შორის, რეგისტრირებული 31.07.1999 წ. ს/ჩ ¹389, ნიჟეგოროდსკის ოლქის არზამასის მმაჩის ადმინისტრაციის განყოფილების მიერ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.