Facebook Twitter

ა-1804-შ-34-2011 30 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. პ-ვა

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკის მხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკისმხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ძეს დაეკისრა ი. პ-ვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ლ. ა-ძის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2010 წლის 13 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 100 რუბლის გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 18 მარტს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ი. პ-ვამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკისმხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ი. პ-ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკის მხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. პ-ვას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკისმხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ძეს დაეკისრა ი. პ-ვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ლ. ა-ძის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2010 წლის 13 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 100 რუბლის გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 18 მარტს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკისმხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. პ-ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკის მხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვოლოგოდსკის მხარის ¹40 სასამართლო განყოფილების 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ძეს დაეკისრა ი. პ-ვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ლ. ა-ძის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2010 წლის 13 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.