ა-1810-შ-42-2010 11 ოქტომბერი, 2010 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. ჟ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ჰ-იჩი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჟ-იანსა და ა. ჰ-იჩს შორის შეწყდა 2008 წლის 7 აპრილს მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (¹517/08), მხარეთა შორის წილთა განაწილება და კომპენსაციის გაცემა არ მომხდარა.
მ. ჟ-იანის წარმომადგენელმა გ. ძ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მ. ჟ-იანის წარმომადგენელ გ. ძ-ძის შუამდგომლობა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ჟ-იანის წარმომადგენელ გ. ძ-ძის შუამდგომლობა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჟ-იანსა და ა. ჰ-იჩს შორის შეწყდა 2008 წლის 7 აპრილს მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (¹517/08), მხარეთა შორის წილთა განაწილება და კომპენსაციის გაცემა არ მომხდარა.
მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჟ-იანის წარმომადგენელ გ. ძ-ძის შუამდგომლობა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2008 წლის 7 აპრილს მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ მ. ჟ-იანსა და ა. ჰ-იჩს შორის რეგისტრირებული ქორწინება (¹517/08).
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.