¹ა-183-შ-5-2011 15 ივნისი, 2011 წელი.
ქ .თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ჯ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ნ-ჩი
დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბარსელონას პირველი ინსტანციის ¹45 სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბარსელონას პირველი ინსტანციის ¹45 სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-შვილის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ჯ. მ-შვილმა, წარმოადგინა ბარსელონას პირველი ინსტანციის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმის _ ჯ. მ-შვილის სარჩელის გამო ჯ. ნ-ჩის მიმართ განქორწინების შესახებ და იშუამდგომლა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 4 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით, ჯ. მ-შვილს მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება ბარსელონას პირველი ინსტანციის ¹45 სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია თუ არა.
საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ჯ. მ-შვილს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და არ ჩაჰბარდა, ხოლო იმავე მისამართზე გაეგზავნა ხელმეორედ. აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა რუსუდან გეთიაშვილს 2011 წლის 8 აპრილს. 2011 წლის 15 ივნისს გაკეთდა ასევე სატელეფონო შეტყობინება ჯ. მ-შვილის მიერ მითითებულ ტელეფონზე, სადაც რუსუდან გეთიაშვილმა განაცხადა, რომ ჯ. მ-შვილი საქართველოში არ იმყოფება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10 _ დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 9 აპრილს და დასრულდა 2011 წლის 19 აპრილს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.
ვინაიდან, ჯ. მ-შვილს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია _ არ წარმოუდგენია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული თუ არა და აღსრულებულია თუ არა, ბარსელონას პირველი ინსტანციის ¹45 სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. მ-შვილის შუამდგომლობა ბარსელონას პირველი ინსტანციის ¹45 სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.