¹ა-1849-შ-43-2010
20 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრიასაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ შპს «ს. ს. კ.»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ტ.»
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს _ უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკსისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ს. ს. კ.-ს» სარჩელი შპს «ტ.-ს» მიმართ დაკმაყოფილდა, შპს «ტ.-ს» შპს «ს. ს. კ.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 94000 აშშ დოლარი დავალიანების, სახელმწიფო ბაჟის _ 940 აშშ დოლარისა და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის საზღაურის _ 118 გრივნის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს «ს. ს. კ.-ს» დირექტორმა ვ.მ.ზ-ეიმ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს მოსამართლე ვ.ი.პინჩიუკის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხე შპს «ტ.» ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს «ს. ს. კ.-ს» შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
შპს «ტ.-ს» დირექტორმა ო.კ-იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა შპს «ტ.-ს» მიერ შუამდგომლობის ავტორისათვის წერილობითი მიმართვების ასლები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ასლი და განმარტა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა ნივთის მიწოდებისა და მისი საფასურის ანაზღაურების შესახებ არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 488-ე და 490-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებას უნდა უთხრას უარი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს «ტ.-ს» დირექტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ შპს «ტ.-ს» შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს «ს. ს. კ.-ს» შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ს. ს. კ.-ს» სარჩელი შპს «ტ.-ს» მიმართ დაკმაყოფილდა, შპს «ტ.-ს» შპს «ს. ს. კ.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 94000 აშშ დავალიანების, სახელმწიფო ბაჟის _ 940 აშშ დოლარისა და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის საზღაურის _ 118 გრივნის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს «ს. ს. კ.-ს» დირექტორმა ვ.მ.ზ-ეიმ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს მოსამართლე ვ.ი.პინჩიუკის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხე შპს «ტ.» ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, შპს «ს. ს. კ.-ს» დირექტორ ვ.მ.ზ-ეის შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
შპს «ტ.-ს» დირექტორმა ო.კ-იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა შპს «ტ.-ს» შუამდგომლობის ავტორისათვის წერილობითი მიმართვების ასლები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ასლი და განმარტა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა ნივთის მიწოდებისა და მისი საფასურის ანაზღაურების შესახებ არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 488-ე და 490-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებას უნდა უთხრას უარი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს «ტ.-ს» დირექტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები ვერ გახდება შპს «ს. ს. კ.-ს» შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს.
ამდენად, შპს «ტ.-ს» დირექტორ ო.კ-იას მიერ მითითებული გარემოებები უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის, ასევე მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს. ს. კ.-ს» შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება შპს «ტ.-სათვის» შპს «ს. ს. კ.-ს» სასარგებლოდ 94000 აშშ დოლარის დავალიანების, სახელმწიფო ბაჟის _ 940 აშშ დოლარისა და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის საზღაურის _ 118 გრივნის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.