ა-1916-შ-46-2010 18 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ გ. ჩ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ა-ინი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა გ. ჩ-შვილსა და ო. ა-ინს შორის 2003 წლის 17 იანვარს ტიუბინგენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ (ჩანაწერის ნომერი საქორწინო აქტების სარეგისტრაციო წიგნში 8/2003) რეგისტრირებული ქორწინება.
გ. ჩ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გ. ჩ-შვილის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ჩ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა გ. ჩ-შვილსა და ო. ა-ინს შორის 2003 წლის 17 იანვარს ტიუბინგენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ (ჩანაწერის ნომერი საქორწინო აქტების სარეგისტრაციო წიგნში 8/2003) რეგისტრირებული ქორწინება.
გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაშია 2010 წლის 27 მაისიდან.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჩ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ტიუბინგენის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა გ. ჩ-შვილსა და ო. ა-ინს შორის 2003 წლის 17 იანვარს ტიუბინგენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ (ჩანაწერის ნომერი საქორწინო აქტების სარეგისტრაციო წიგნში 8/2003) რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.