Facebook Twitter

¹ა-1981-შ-53-2010 31 იანვარი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. ბ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. კ-ია

ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ სანკტ-პეტერბურგის ¹44 სასამართლო უბნის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სანკტ-პეტერბურგის ¹44 სასამართლო უბნის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დ. კ-იას თ. ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის 5 მაისს დაბადებული შვილის _ თ. კ-იას რჩენისათვის ალიმენტის _ ყოველგვარი შემოსავლის 1/4¼ ნაწილის გადახდა 2008 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად, შვილის სრულწლოვანებამდე.

ამავე ბრძანებით დ.კ-იას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 100 რუბლის სახელმწიფოს სასარგებლოდ ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ბ-იამ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორეიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 19 თებერვალს, იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და ექვემდებარება აღსრულებას, ასევე ირკვევა, რომ სანკტ-პეტერბურგის ¹44 სასამართლო უბნის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანება გაეგზავნა დ.კ-იას საქართველოში სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, თუმცა ადრესატს არ ჩაბარებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო მიწვეული სასამართლო სხდომის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა თ.ბ-იას მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 6 დეკემბერს.

ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილ ვადაში თ.ბ-იას დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და რაც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ თ. ბ-იას შუამდგომლობა სანკტ-პეტერბურგის ¹44 სასამართლო უბნის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ბ-იამ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორეიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა თ.ბ-იას მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 6 დეკემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში თ.ბ-იას დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და რაც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, შეტყობინება ჩააბაროს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და აღნიშნულთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო ვადის დენის დასაწყებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 7 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 16 დეკემბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. ბ-იას შუამდგომლობა სანკტ-პეტერბურგის ¹44 სასამართლო უბნის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ბ-იას შუამდგომლობა სანკტ-პეტერბურგის ¹44 სასამართლო უბნის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.