ა-2011-შ-51-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. კ-ბა
მოწინააღმდეგე მხარე _ პ. კ-ბა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით 2003 წლის 19 დეკემბერს ზეეჰაიმ-იუგენჰაიმში მმაჩის ბიუროს მუშაკის მიერ ნ. კ-იასა (კ-ბას) და პ. კ-ბას შორის რეგისტრირებული ¹39/2003 ქორწინება გაუქმდა.
ნ. კ-ბას წარმომადგენლმა ზ. ე-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-ბას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. კ-ბას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით 2003 წლის 19 დეკემბერს ზეეჰაიმ-იუგენჰაიმში მმაჩის ბიუროს მუშაკის მიერ ნ. კ-იასა (კ-ბას) და პ. კ-ბას შორის რეგისტრირებული ¹39/2003 ქორწინება გაუქმდა.
გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2009 წლის 19 აგვისტოდან.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ბას შუამდგომლობა გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის დარმშტადის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც 2003 წლის 19 დეკემბერს ზეეჰაიმ-იუგენჰაიმში მმაჩის ბიუროს მუშაკის მიერ ნ. კ-იასა (კ-ბას) და პ. კ-ბას შორის რეგისტრირებული ¹39/2003 ქორწინება გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.