ა-2045-შ-56-2010 15 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ კ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ-ემი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქორწინება კ. ა-ძესა და ა. კ-ემს შორის, რეგისტრირებული 21.02.2004 წ. თბილისის/საქართველო მმაჩის ბიუროს გამგის მიერ, სარეგისტრაციო ნომრით ¹0026339.
კ. ა-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კ. ა-ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კ. ა-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქორწინება კ. ა-ძესა და ა. კ-ემს შორის, რეგისტრირებული 21.02.2004 წ. თბილისის/საქართველო მმაჩის ბიუროს გამგის მიერ, სარეგისტრაციო ნომრით ¹0026339.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 25 თებერვალს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ა-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქორწინება კ. ა-ძესა და ა. კ-ემს შორის, რეგისტრირებული 21.02.2004 წ. თბილისის/საქართველო მმაჩის ბიუროს გამგის მიერ, სარეგისტრაციო ნომრით ¹0026339.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.