Facebook Twitter

ა-2067-შ-59-2010 25 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ბ-ოვა

წარმომადგენელი _ ნ. ხ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის იდარ-ობერშტაინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის იდარ-ობერშტაინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე ¹8F 410/08) ცვაიბრუკენის მმაჩის ბიუროში 2003 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა; დადგინდა, რომ გერმანული სადაზღვევო კომპანია რაინლანდ-პფალცში ქმრის სადაზღვევო ანგარიშიდან ...) ყოველთვიურად საპენსიო ანარიცხი 64,61 ევროს ოდენობით, რომელიც შეეხება 2008 წლის 30 ივნისს, როგორც ქორწინების დასასრულის თარიღს, გადატანილ უნდა იქნეს გერმანული სადაზღვევო კომპანია რაინლანდ-პფალცში ცოლის ანგარიშზე (¹...); გარდა ამისა, დადგინდა, რომ გერმანული სადაზღვევო კომპანია რაინლანდ-პფალცში ქმრის სადაზღვევო ანგარიშიდან (¹...), შემდგომი განაწილების მეშვეობით, საპენსიო ანარიცხი 3.79 ევროს ოდენობით, რომელიც შეეხება 2008 წლის 30 ივნისს, როგორც ქორწინების დასასრულის თარიღს, ყოველთვიურად გადატანილ უნდა იქნეს გერმანული სადაზღვევო კომპანია რაინლანდ-პფალცში ცოლის ანგარიშზე (¹ ...), ხოლო გადასარიცხი ყოველთვიური თანხები გადათვლილ იქნეს საპენსიო დაზღვევის კომპეტენტური პირის მიერ გადახდის პუნქტებში; პროცესის ხარჯების გადახდა დაეკისრა ორივე მხარეს.

ი. ბ-ოვას წარმომადგენელმა ნ. ხ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ი. ბ-ოვას წარმომადგენელ ნ. ხ-ძის შუამდგომლობა გერმანიის იდარ-ობერშტაინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ბ-ოვას წარმომადგენელ ნ. ხ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის იდარ-ობერშტაინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 8F 410/08) ცვაიბრუკენის მმაჩის ბიუროში 2003 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის იდარ-ობერშტაინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ოვას წარმომადგენელ ნ. ხ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ვეტცლერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის იდარ-ობერშტაინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც (საქმე ¹ 8F 410/08) ცვაიბრუკენის მმაჩის ბიუროში 2003 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი ¹ 39/2003) გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.