ა-2081-შ-60-2010 27 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ.თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ა. ვ-ვიჩი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ი-შვილი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენი
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ი. ი-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილით, 162-ე მუხლის პირველი ნაწილით, 309-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით ი. ი-შვილს დაეკისრა უკრაინის ოდესის ოქის შსს საქალაქო სამმართველოსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების _ 15480 გრივნისა და 95 კაპიკის გადახდა. ასევე დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ,: თ. რ-კის სასარგებლოდ _ 5350 გრივნის, ლ. ა-ნას სასარგებლოდ _ 8150 გრივნის, ლ. ს-ცკის სასარგებლოდ _ 178000 გრივნის, ტ შ-კოს სასარგებლოდ _ 10823 გრივნის, ტ შ-კოს სასარგებლოდ _ 10823 გრივნის, ტ რასიხინას სასარგებლოდ _ 200 გრივნის, ა. ვ-ვიჩის სასარგებლოდ _ 32400 გრივნის, ტ ი-კოს სასარგებლოდ _ 11300 გრივნისა და ხუან იზაო დეს სასარგებლოდ _ 25295 გრივნის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 სექტემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ.
დაზარალებულმა ა. ვ-ვიჩმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. ვ-ვიჩისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. ვ-ვიჩის შუამდგომლობა უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენის ა. ვ-ვიჩისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალები გაგზავნილ იქნა საქმეში მითითებულ მისამართზე _ ქ.თბილისი, ...ს ქ. ¹30, ბინა ¹7, თუმცა მხარეს სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპოდენცია არ ჩაბარდა, ასევე გაეგზავნა ი. ი-შვილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ მისამართებზე, მაგრამ გაგზავნილი კორესპოდენციის ადრესატისათვის ჩაბარება ასევე ვერ მოხერხდა იმ საფუძვლით, რომ მითითებული მისამართზე ი. ი-შვილი არ ცხოვრობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით მხარისათვის საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეტყობინების მიზნით გამოყენებულ იქნა საჯარო შეტყობინება და განჩინება განთავსდა Uსაქართველოს უზენაესი სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ვ-ვიჩის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ი. ი-შვილს ა. ვ-ვიჩის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 32400 გრივნის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 სექტემბერს.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენი ა. ვ-ვიჩისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ვ-ვიჩის შუამდგომლობა უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენის ა. ვ-ვიჩისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც ი. ი-შვილს ა. ვ-ვიჩის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 32400 გრივნის ოდენობით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.