Facebook Twitter

ა-2098-შ-61-2010 18 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ნ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. რ-სკი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით 2002 წლის 12 ივლისს თბილისის (საქართველოს) მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ ნ. გ-შვილსა და მ. რ-სკის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის ¹002304).

ნ. გ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-შვილის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. გ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით 2002 წლის 12 ივლისს თბილისის (საქართველოს) მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ ნ. გ-შვილსა და მ. რ-სკის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის ¹002304).

გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 7 სექტემბერს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის შვარცენბეკის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც 2002 წლის 12 ივლისს თბილისის (საქართველოს) მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ ნ. გ-შვილსა და მ. რ-სკის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.