ა-2158-შ-62-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ბ-ია (დ-ოვა)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ბ-ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ... რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ... რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით 1995 წლის 18 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება 1960 წლის 25 მაისს დაბადებულ ბ-ია ფ.-სა და 1958 წლის 1 ივნისს დაბადებულ ბ-ია (დ-ოვა) ლ.-ს შორის შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით ფ. ბ-იას დაეკისრა ალიმენტი ლ. ბ-იას სასარგებლოდ 1996 წლის 25 მაისს დაბადებული გ. ბ-იას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, 2000 წლის 30 მაისიდან შვილის სრულწლოვანებამდე მოპასუხის ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით.
ლ. ბ-იამ (დ-ოვამ) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენეს სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ ფ. ბ-ია სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2001 წლის 9 აპრილს, ასევე დასტურდება, რომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ლ. ბ-იას (დ-ოვას) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-იას (დ-ოვას) შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ბაბუშკინის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ... რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით 1995 წლის 18 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება 1960 წლის 25 მაისს დაბადებულ ბ-ია ფ.-სა და 1958 წლის 1 ივნისს დაბადებულ ბ-ია (დ-ოვა) ლ.-ს შორის შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით ფ. ბ-იას დაეკისრა ალიმენტი ლ. ბ-იას სასარგებლოდ 1996 წლის 25 მაისს დაბადებული გ. ბ-იას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, 2000 წლის 30 მაისიდან შვილის სრულწლოვანებამდე მოპასუხის ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ლ. ბ-იამ (დ-ოვამ) და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 9 აპრილს, ასევე დასტურდება, რომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა. ფ. ბ-ია სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ... რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ბ-იას (დ-ოვას) შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ... რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ... რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. ბ-იას დაეკისრა ალიმენტი ლ. ბ-იას (დ-ოვას) სასარგებლოდ 1996 წლის 25 მაისს დაბადებული გ. ბ-იას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, 2000 წლის 30 მაისიდან შვილის სრულწლოვანებამდე მოპასუხის ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.