ა-2159-შ-63-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები _ კ-ს ოლქის კ-ს საქალაქო სასამართლო, რ-ნ გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შ-ა პ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “როსგოსსტრახ-ცენტრს” რ-ნ გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 43517 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1405.51 რუბლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 რუბლის ანაზღაურება, შ-ა პ-ს რ-ნ გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 102265.14 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1654.49 რუბლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 4000 რუბლის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს კა-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა ნ.ბ. ბ-ამ და რ-ნ გ-მა და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც შ.პ-ვს რ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 102265.14 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1654.49 რუბლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 4000 რუბლის დაკისრება.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ შ.პ-სათვის მატერიალური ზიანის, სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. 6-7), აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა (იხ. ს.ფ.8), ასევე ირკვევა, რომ შ.პ-ა დროულად და სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა (იხ. ს.ფ.9).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით -ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოსა და რომან გ-ის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შ.პ-სათვის თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კ-კის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელ ნ.ბ.ბ-ასა რ-ნ გის შუამდგომლობები კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შ-ა პ-სათვის რ.გ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის _ 102265.14 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1654.49 რუბლისა და წარმომადგენის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 4000 რუბლის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “როსგოსსტრახ-ცენტრს” რ-ნ გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 43517 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1405.51 რუბლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 რუბლის ანაზღაურება, შ-ა პ-ას რ--ნ გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 102265.14 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1654.49 რუბლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 4000 რუბლის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს კა-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა ნ.ბ. ბ-ამ და რ-ნ გ-მა და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც შ.პ-ს რ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 102265.14 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1654.49 რუბლისა და წარმომადგენის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 4000 რუბლის დაკისრება.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ შ.პ-ის მატერიალური ზიანის, სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე ირკვევა, რომ შ.პ-ა დროულად და სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შ-ა პ-ის რ.გ-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის _ 102265.14 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1654.49 რუბლისა და წარმომადგენის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 4000 რუბლის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-ის ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელ ნ.ბ.ბ-სა რ-ნ გ-ის შუამდგომლობები კ-ის ოლქის კ-ს საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შ-ა პ-ის რ.გ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად კ-ს ოლქის კ-ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ-ა პ-ს რ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 102265.14 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის _ 1654.49 რუბლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 4000 რუბლის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.