Facebook Twitter

ა-2197-შ-65-2010 27 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. დ-ევა

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ბ-ინი

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ბელორუსიის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენი

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელორუსიის ქ. მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენით კ. ბ-ინი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. კ. ბ-ინი ცნობილი იქნა დამნაშავედ ქონების ფარული გატაცების მცდელობაში, ჩადენილი განმეორებით, ჯგუფურად, ბინაში შეღწევით, და გამართლდა იგი ბელორუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-14-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. კ. ბ-ინის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება დარჩა უცვლელად. სასჯელის მოხდა კ. ბ-ინს დაეწყო 2002 წლის 19 ოქტომბრიდან.

ამავე განაჩენით კ. ბ-ინს დაეკისრა მატერიალური ზარალის ანაზღაურება: ვ. პ.-ს ძე კ-ენის სასარგებლოდ – 2747775 რუბლის ოდენობით, გ. პ.-ს ასული კ-ენის სასარგებლოდ – 5446705 რუბლის ოდენობით, ო. ვ.-ის ასული გ-იას სასარგებლოდ - 659465 რუბლის ოდენობით, ტ. ა.-ს ასული ს-ოვას სასაგებლოდ – 1432815 რუბლის ოდენობით, ლ. ი.-ს ასული გ-ოვას სასარგებლოდ – 1311050 რუბლის ოდენობით, ა. ი.-ს ძე გ-ოვის სასარგებლოდ -3461775 რუბლის ოდენობით, ჟ. ი.-ს ასული დ-იას სასარგებლოდ – 3134955 რუბლის ოდენობით, ა. ვ.-ს ძე ზ-ეკის სასარგებლოდ -7342135 რუბლის ოდენობით, ს. პ.-ს ძე მ-იუკის სასარგებლოდ – 1027595 რუბლის ოდენობით, ლ. ა.-ს ასული პ-კოს სასარგებლოდ – 777175 რუბლის ოდენობით, ა. ა.-ს ძე ა-სკის სასარგებლოდ – 935870 რუბლის ოდენობით, ვ. ე.-ს ძე ს-სკის სასარგებლოდ – 88670 რუბლის ოდენობით, გ. ი.-ს ასული ტ-ინას სასარგებლოდ - 853080 რუბლის ოდენობით, ლ. ვ.-ს ასული დ-ევას სასარგებლოდ 477720 რუბლის ოდენობით, ტ. ს.-ს ასული კ-ოვას სასარგებლოდ – 617275 რუბლის ოდენობით, ლ. ნ.-ს ძე ვ-ოვიჩის – 2257085 რუბლის ოდენობით, ზ. პ.-ს ასული ვ-ოვიჩის - 11203605 რუბლის ოდენობით, ვ. პ.-ს ძე ი-ოვის სასარგებლოდ – 7875215 რუბლის ოდენობით, ვ. ი.-ს ძე დ-ეკოს სასარგებლოდ - 2050725 რუბლის ოდენობი, ვ. ნ.-ს ასული დ-ეკოს სასარგებლოდ – 33405 რუბლის ოდენობით, ი. ა.-ს ასული ლ-ეკოს სასარგებლოდ - 2280185 რუბლის ოდენობით, ჟ. თ.-ს ასული ს-იას სასაგებლოდ - 1773480 რუბლის ოდენობით, ე. კ.-ს ასული ვ-იკს სასარგებლოდ – 1701895 რუბლის ოდენობით. ასევე, კ. ბ-ინს დაეკისრა მორალური ზარალის ანაზრაურება ვ. პ.-ს ძე კ-ენის სასარგებლოდ – 200000 რუბლის ოდენობით და ჟ. ი.-ს ასული დ-იას სასარგებლოდ -200000 რუბლის ოდენობით. კ. ბ-ინს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 5810965 რუბლის ოდენობით.

აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2003 წლის 17 ივნისს.

ლ. დ-ევამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით ლ. დ-ევას შუამდგომლობა ბელორუსიის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. დ-ევას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელორუსიის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენით კ. ბ-ინს ლ. დ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზარალის ანაზღაურება 477720 რუბლის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2003 წლის 17 ივნისს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელორუსიის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. დ-ევას შუამდგომლობა ბელორუსიის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენი, რომლითაც კ. ბ-ინს ლ. დ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზარალის ანაზღაურება 477720 რუბლის ოდენობით.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.