Facebook Twitter

ა-2198-შ-66-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ე. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ც-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. ... ¹2 უბნის სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანება (სამოქალაქო საქმე ¹2-1299/08)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. ... ¹2 უბნის სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით (სამოქალაქო საქმე ¹2-1299/08) ზ. მ.-ს ძე ც-ძეს, დაბადებულს 1971 წლის 5 ნოემბერს საქართველოში, ქ. ჭიათურაში, ე. ნ.-ს ასული ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვზე ბ. ზ.-ს ძე ც-ძეზე (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს) ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა ყველა სახის გამომუშავების და/ან შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, 2008 წლის 24 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 რუბლის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 28 ოქტომბერს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ე. ც-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ე. ც-ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ე. ც-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. ... ¹2 უბნის სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით (სამოქალაქო საქმე ¹2-1299/08) ზ. მ.-ს ძე ც-ძეს, დაბადებულს 1971 წლის 5 ნოემბერს საქართველოში, ქ. ჭიათურაში, ე. ნ.-ს ასული ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვზე ბ. ზ.-ს ძე ც-ძეზე (დაბადებული ... წლის ...ოქტომბერს) ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა ყველა სახის გამომუშავების და/ან შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, 2008 წლის 24 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 28 ოქტომბერს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. ... ¹2 უბნის სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ზ. მ.-ს ძე ც-ძეს, დაბადებულს 1971 წლის 5 ნოემბერს საქართველოში, ქ. ჭიათურაში, ე. ნ.-ს ასული ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვზე ბ. ზ.-ს ძე ც-ძეზე (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს) ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა ყველა სახის გამომუშავების და/ან შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, 2008 წლის 24 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ც-ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. ... ¹2 უბნის სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანების (სამოქალაქო საქმე ნ¹2-1299/08) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. ... 2 უბნის სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ზ. მ.-ს ძე ც-ძეს, დაბადებულს 1971 წლის 5 ნოემბერს საქართველოში, ქ. ჭიათურაში, ე. ნ.-ს ასული ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვზე ბ. ზ.-ს ძე ც-ძეზე (დაბადებული ... წლის ...ოქტომბერს) ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა ყველა სახის გამომუშავების და/ან შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, 2008 წლის 24 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.