Facebook Twitter

ა-2304-შ-69-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ვ. ო. ს-ევი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ა. ო. მ-ოვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ... რაიონის სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-722/2007)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ... რაიონის სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ვ. ო. ს-ევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. ა. ო. მ-ოვს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 200 მანათის, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის 19 მანათისა და 80 კაპიკის, მთლიანობაში 8 219 მანათისა და 80 კაპიკის გადახდა.

ი. ვ. ო. ს-ევმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. ვ. ო. ს-ევის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. ვ. ო. ს-ევის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ... რაიონის სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ვ. ო. ს-ევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. ა. ო. მ-ოვს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 200 მანათის, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის 19 მანათისა და 80 კაპიკის, მთლიანობაში 8 219 მანათისა და 80 კაპიკის გადახდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ... რაიონის სასამართლოს მიერ 2010 წლის 19 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 19 მარტს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ... რაიონის სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ვ. ო. ს-ევის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ... რაიონის სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-722/2007) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ... რაიონის სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე 2-722/2007), რომლითაც ი. ვ. ო. ს-ევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. ა. ო. მ-ოვს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 200 მანათის, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის 19 მანათისა და 80 კაპიკის, მთლიანობაში 8 219 მანათისა და 80 კაპიკის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.