Facebook Twitter

ა-2426-შ-82-09 8 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა პ. ვ-ანის წარმომადგენლის - ვ. ვ-ანის შუამდგომლობა ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ტ. ვ-ანის მიმართ განქორწინების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. ვ-ანის სასარჩელო განცხადება პ. ვ-ანის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

პ. ვ-ანის წარმომადგენელმა ვ. ვ-ანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით პ. ვ-ანის წარმომადგენლის - ვ. ვ-ანის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

2010 წლის 26 თებერვალს პ. ვ-ანის წარმომადგენელმა ვ. ვ-ანმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, პ. ვ-ანის წარმომადგენლის - ვ. ვ-ანის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან პ. ვ-ანის წარმომადგენელმა ვ. ვ-ანმა უარი განაცხადა შუამდგომლობის განხილვაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

s a r e z o l u c i o n a w i l i:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე, 372-ე 284-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. ვ-ანის წარმომადგენლის _ ვ. ვ-ანის განცხადება, ნიურბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ შუამდგომლობაზე წარმოება შეწყდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.