Facebook Twitter

¹ა-2443-შ-83-09 11 იანვარი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ი”

მოწინააღმდეგე მხარე _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.-ი”

განხილვის საგანი _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე АС 129г/2009) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.-ის” (საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი) დაევალა მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაუყოვნებლივ გადაეხადა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ის” (უკრაინა, ...) სასარგებლოდ ძირითადი ვალი _ 41 239.80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო გადაცილებულ დღეზე _ 4 056.82 აშშ დოლარი, ძირითადი ვალის წლიური 3% _ 507.1 აშშ დოლარი, საარბიტრაჟო მოსაკრებელის ასანაზღაურებელი თანხა _ 3 874.97 აშშ დოლარი, მთლიანობაში 49 678 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდა თვრამეტი) აშშ დოლარი და 69 ცენტი; მოსარჩელის მოთხოვნა ინფლაციური ზარალის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 2 974.59 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დანარჩენ ნაწილში სარჩელზე წარმოება შეწყდა; საარბიტრაჟო მოსაკრებელი 251.73 აშშ დოლარის ოდენობით დაეკისრა მოსარჩელეს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-მა” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოპასუხისათვის თანხების დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ის” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობის თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

შუამდგომლობისა და აღნიშნული განჩინების ასლები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.-ის” 2009 წლის 26 დეკემბერს ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს უზენაესი სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ის” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.-ის” (საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი) დაევალა მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაუყოვნებლივ გადაეხადა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ის” (უკრაინა, ...) სასარგებლოდ ძირითადი ვალი _ 41 239.80 აშშ დოლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო _ 4 056.82 აშშ დოლარი, ძირითადი ვალის წლიური 3% _ 507.1 აშშ დოლარი, საარბიტრაჟო მოსაკრებელის ასანაზღაურებელი თანხა _ 3 874.97 აშშ დოლარი, მთლიანობაში 49 678 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდა თვრამეტი) აშშ დოლარი და 69 ცენტი.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე АС ¹ 129г/2009) იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.-ისათვის” (საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი) მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაუყოვნებლივ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ის” (უკრაინა, ...) სასარგებლოდ ძირითადი ვალის _ 41 239.80 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს გადაცილებულ დღეზე _ 4 056.82 აშშ დოლარის, ძირითადი ვალის წლიური 3%-ის _ 507.1 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო მოსაკრებელის ასანაზღაურებელი თანხის _ 3 874.97 აშშ დოლარის, მთლიანობაში 49 678 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდა თვრამეტი) აშშ დოლარისა და 69 ცენტის გადახდას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე АС ¹ 129г/2009) იმ ნაწილში, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.-ის” (საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი) დაევალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა “კ.-ის” (უკრაინა, ...) სასარგებლოდ ძირითადი ვალის _ 41 239.80 აშშ დოლარის, ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს _ 4 056.82 აშშ დოლარის, ძირითადი ვალის წლიური 3%-ის _ 507.1 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო მოსაკრებელის ასანაზღაურებელი თანხის _ 3 874.97 აშშ დოლარის, მთლიანობაში 49 678 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდა თვრამეტი) აშშ დოლარისა და 69 ცენტის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.