¹ა-2486-შ-85-09 11 იანვარი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ.ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ლ-ძე (წარმომადგენელი რ. ბ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ძე
განხილვის საგანი _ გერმანიის ქ. ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე 102 F 136/04) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ. ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოში, ქ. ბათუმში, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომლის მიერ 1992 წლის 15 თებერვალს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ¹.../1992) შეწყდა; სასამართლო ხარჯები ჩაითვალა დაფარულად.
ლ. ლ-ძემ (წარმომადგენელი რ. ბ-ძე) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ლ. ლ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე ¹102 F 136/04) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ქ. ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოში, ქ. ბათუმში, 1992 წლის 15 თებერვალს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ¹.../1992) შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ. ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე ¹102 F 136/04) .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ძის (წარმომადგენელი რ. ბ-ძე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გერმანიის ქ. ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე¹102 F 136/04), რომლითაც ქ. ბათუმში, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომლის მიერ 1992 წლის 15 თებერვალს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ¹.../1992) შეწყდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.