¹ა-2584-შ-86-09 14 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. ქ-მანის და მისი წარმომადგენლის ი. ყ-შვილის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-მანის განცხადება უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ი.-ის ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას საქართველოში (მათ შორის ქალაქ ბათუმში, ... ¹11-ში მდებარე შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 10 528 კვ. მეტრი და მიწის ნაკვეთი 5460 კვ.მეტრის ოდენობით) მის მიმართ 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების რეალური აღსრულების მიზნით.
ჯ. ქ-მანის წარმომადგენელმა ი. ყ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჯ. ქ-მანის და მისი წარმომადგენლის ი. ყ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-მანის განცხადება უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ი.-ის ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას საქართველოში (მათ შორის ქალაქ ბათუმში, ... ¹11-ში მდებარე შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 10 528 კვ. მეტრი და მიწის ნაკვეთი 5460 კვ.მეტრის ოდენობით) მის მიმართ 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების რეალური აღსრულების მიზნით.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ქ-მანის და მისი წარმომადგენლის ი. ყ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ. ქ-მანის განცხადება უზრუნველყოფის თაობაზე და მიღებული გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ი.-ის ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას საქართველოში (მათ შორის ქალაქ ბათუმში, ... ¹11-ში მდებარე შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 10 528 კვ. მეტრი და მიწის ნაკვეთი 5460 კვ.მეტრის ოდენობით) და სხვა უფლებები და ასაღები თანხები მის მიმართ 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების რეალური აღსრულების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.