Facebook Twitter

ა-2649-შ-71-2010 10 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ შპს საწარმოო-კომერციული ფირმა “რ.” (წარმომადგენელი გ. ბ-შვილი)

განხილვის საგანი _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე АС ¹217г/2009) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს საწარმოო-კომერციულ ფირმა “რ.-ს” დაევალა აღნიშნული განჩინების Aასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს საწარმოო-კომერციულ ფირმა “რ.-ს” მისივე განცხადების საფუძველზე გაუგრძელდა შუამდგომლობაზე ხარვეზის შევსების ვადა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებულ შუამდგომლობაზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა კიდევ 10 დღით გაგრძელდა. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

2011 წლის 3 იანვარს შპს საწარმოო-კომერციულმა ფირმა “რ.-მ” (წარმომადგენელი გ. ბ-შვილი) განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს. განმცხადებელმა იშუამდგომლა მის მიერ წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვებისა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უკან დაბრუნების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს საწარმოო-კომერციული ფირმა “რ.-ს” განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

სააპელაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის (განცხადების) მიმართაც.

მოცემულ შემთხვევაში, შპს საწარმოო-კომერციული ფირმა “რ.-” მოითხოვს განცხადების განუხილველად დატოვებას და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უკან დაბრუნებას, ე.ი. მან გამოიხმო თავისი განცხადება. შესაბამისად, შპს საწარმოო-კომერციული ფირმა “რ.-ს” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე АС ¹217г/2009) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 284-ე მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს საწარმოო-კომერციული ფირმა “რ.-ს” (წარმომადგენელი გ. ბ-შვილი) განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შპს საწარმოო-კომერციული ფირმა “რ.-ს” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო-კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე АС ¹217г/2009) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად და განმცხადებელს დაუბრუნდეს განცხადება და თანდართული დოკუმენტები.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.