Facebook Twitter

¹ ა-2668-შ-88-09 18 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ.სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ.ლაზარაშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ-სკისა (წარმომადგენელი ვ. ო-ა) და უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნ.ს-ის შუამდგომლობები უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ნ. მ-სკის სარჩელის გამო მოპასუხე თ. ა-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. მ-სკიმ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. ა-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. დადგენილია, რომ ნ. მ-სკი 1992 წლის თებერვლიდან მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1994 წლის 18 ნოემბერს შეეძინათ შვილი. ბავშვი იმყოფება ნ. მ-სკის კმაყოფაზე. იმის გამო, რომ თ. ა-ძე ბავშვს არანაირ დახმარებას არ უწევს, მოსარჩელემ მოითხოვა შვილის – ბავშვის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება 4000 გრინვის ოდენობით ყოველთვიურად ბავშვის სრულწლოვანებამდე.

უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-სკის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. ა-ძეს ნ. მ-სკის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ 400 გრინვის ოდენობით, ყოველთვიურად, ალიმენტის გადახდა დაეწყო 2008 წლის 5 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

თ. ა-ძეს ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს მოსაკრებლის – 51 გრინვის, საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის – 30 გრინვის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 აგვისტოს.

ნ. მ-სკიმ და უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ.ს-იმ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ნ. მ-სკიმ (წარმომადგენელი ვ. ო-ა) და უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ.ს-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

შუამდგომლობები და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე თ. აბელამიძეს. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაჰბარდა 2010 წის 1 თებერვალს.

თ. ა-ძეს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. მ-სკისა (წარმომადგენელი ვ. ო-ა) და უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნ.ს-ის შუამდგომლობები უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. მ-სკიმ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. ა-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. დადგენილია, რომ ნ. მ-სკი 1992 წლის თებერვლიდან მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი –. ბავშვი იმყოფება ნ. მ-სკის კმაყოფაზე. იმის გამო, რომ თ. ა-ძე ბავშვს არანაირ დახმარებას არ უწევს, მოსარჩელემ მოითხოვა შვილის – თემურ ა-ძის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება 4000 გრინვის ოდენობით ყოველთვიურად ბავშვის სრულწლოვანებამდე.

უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-სკის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. ა-ძეს ნ. მ-სკის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის ა-ძის სარჩოდ 400 გრინვის ოდენობით, ყოველთვიურად, ალიმენტის გადახდა დაეწყო 2008 წლის 5 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

თ. ა-ძეს ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს მოსაკრებლის – 51 გრინვის, საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის – 30 გრინვის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 აგვისტოს.

ნ. მ-სკიმ და უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ.ს-იმ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-სკისა და უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ.ს-ის შუამდგომლობები უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

უკრაინის ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ძეს ნ. მ-სკის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ 400 გრინვის ოდენობით, ყოველთვიურად, 2008 წლის 5 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს მოსაკრებლის – 51 გრივნის, საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის – 30 გრინვის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.