Facebook Twitter

ა-269-შ-6-2011 4 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ გ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. დ-ესი

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით 2004 წლის 19 მარტს ბად ბენთჰაიმის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, უზრუნველყოფის კომპენსაციას ადგილი არ ჰქონია, ხოლო პროცესის ხარჯები ერთმანეთის მიმართ გაბათილდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ნ-ძემ და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გერმანიის ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო განაჩენით დასტურდება, რომ გერმანიის ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 28 აპრილს, საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე (გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის საფუძველზე და სასამართლო განაჩენის გამოტანისას ეყრდნობა მხარეთა განმარტებებს).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ. ნ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გერმანიის ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობის დადასტურება.

შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საოჯახო წიგნის დამოწმებული ასლი და თარგანი, რომლითაც დასტურდება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც გ. ნ-ძე მოითხოვს, მისი გამომტანი ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. ნ-ძის შუამდგომლობა გერმანიის, ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ნ-ძის შუამდგომლობა გერმანიის, ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გერმანიის ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 28 აპრილს, საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე (გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის საფუძველზე და სასამართლო განაჩენის გამოტანისას ეყრდნობა მხარეთა განმარტებებს), ხოლო გ. ნ-ძის მიერ წარმოდგენილი საოჯახო წიგნის დამოწმებული ასლითა და თარგანით ასევე ირკვევა, რომ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული განაჩენის განმეორებით აღსრულების საფუძველი.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის, ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ნ-ძის შუამდგომლობა გერმანიის, ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის, ნორდჰორნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი, რომლითაც გაუქმდა ბად ბენთჰაიმის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე რეგისტრირებული გ. ნ-ძესა და ტ. დ-ესს შორის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.